ვიაგრა ალცჰაიმერის სამკურნალოდ! ამერიკელი მკვლევრების ახალი აღმოჩენა

ვიაგრა

ამერიკელი მკვლევრების განცხადებით, ვიაგრა, შესაძლოა, ალცჰაიმერის სამკურნალოდ ეფექტური აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ამერიკელი მეცნიერები ტვინის უჯრედებზე ვიაგრას მოქმედებას დიდი ხანია სწავლობდნენ. როგორც ისინი ამბობენ, პრეპარატის მოქმედება იმ ცილებს თრგუნავს, რომლებიც მსგავსი ტიპის დაავადებებს იწვევს.

მეცნიერების თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებში, რომლებიც ვიაგრას მოიხმარდნენ, ალცჰაიმერის განვითარების რისკი ძალიან დაბალია.

ამ ახალ აღმოჩენას მკვლევრები საკმაოდ იმედიანად უყურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საბოლოო შედეგამდე  კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.