ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს

ბავშვი

ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს, საიდანაც 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  17 066 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი.

ინფექციისგან განიკურნა 5 397 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 42 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 894.