პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
- ბატონო გიორგი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის შესახებ, რომ გვითხრათ
- თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი უახლესი ორთოპედიული მკურნალობების დანერგვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს იელის (აშშ), ჰარვარდის (აშშ), ჰონგ-კონგის და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტებთან, ქუირონის ჰოსპიტალთან (ბარსელონა). ჩვენი მიმართულება ეწევა სამეცნიერო საქმიანობას ისეთ საერთაშორისო ორთოპედიულ ორგანიზაციებთან როგორიც არის : ამერიკის ორთოპედთა ასოციაცია (AAOS) , მსოფლიო ორთოპედ - ტრავმატოლოგთა ასოციაცია (SICOT),მუხლის სახსრის ართროსკოპიის და სპორტული მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია (ISAKOS) მუხლის სახსრის ართროსკოპიის და სპორტული მედიცინის ევროპის ასოციაცია (ESSKA), Zimmerbiomet ინსტიტუტი, აო - ფონდი (Ao-foundation).
დეპარტამენტის წევრები წარმოადგენენ საქართველოს ორთოპედ - ტრავმატოლოგთა ასოციაციის და საქართველოს ართროსკოპიული ქირურგიის და სპორტული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრებს.
ასევე, წარმოვადგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დ.ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო ბაზას, ასევე დეპარტამენტში მზადებას გადიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა ორთოპედია-ტრავმატოლოგია რეზიდენტები.
- როგორია თანამედროვე მიდგომები დღეს ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით?
- თანამედროვე მიდგომა დღევანდელ რეალობაში წარმოადგენს თითოეული პაციენტის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას , რაც თავის თავში გულისხმობს პაციენტის ინდივიდუალური ანატომიური თავისებურებების და მათი ზოგადი მდგომარეობის დეტალურ შესწავლას. ინდივიდუალური მიდმგომა იძლევა საშუალებას სწორად დაიგეგმოს ქირურგიული ჩარევა და სწორად შეირჩეს იმპლანტი.ყოველივე ეს იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნას მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი.
- ძვლოვანი ქსოვილის ონკოლოგიური პათოლოგიები დიაგნოსტიკის და მკურნალობის უახლესი მეთოდები ამ მეთოდებზეც, რომ გვითხრათ
- რაც შეეხება ძვლის ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკას, საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს დიაგნოსტიკის თითქმის ყველა მეთოდი (გარდა გენეტიკური კვლევისა) რაც საერთაშორისო პროტოკოლებშია რეკომენდირებული. ასევე საბედნიეროდ 2 წელია რაც საქართველოში პერმანენტულად არსებობს ინსტრუმენტების კრებული რითიც შეგვიძლია ჩავატაროთ კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები ( ონკო - პროთეზირება) .ასევე მნიშვნელოვანი წინსვლაა მენჯის სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაში, მენჯის ძვლების რეზექცია და რეკონსტრუქცია სპეციალიზირებული იმპლანტებით. მნიშვნელობა აქვს პაციენტის დროულ მიმართვიანობას სპეციალიზირებულ ორთოპედიულ სამსახურთან. დროული მიმართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს. თუ მაგალითად ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ლეტალური გამოსავალი თითქმის 80 პროცენტი იყო , ამჟამად 80% პაციენტების სრულად გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი.
- რა მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავთ ?
- ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან 3D პრინტერით ინდივიდუალური ტიტანის მასალით ძვლების დაბეჭვდაზე ( ანუ მენჯის და ბეჭის ძვლების ინდივიდუალური პროთეზების შექმნაზე) რაც ჩვენს მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება და არ გახდება საჭირო ამ ოპერაციების ჩასატარებლად საქართველოდან წასვლა. ეს პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და მორალური დახმარება იქნება.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია - ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ორთოპედ - ტრავმატოლოგი, ონკო - ორთოპედი გიორგი ლორია
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია - ტრავმტოლოგიის დეპარტამენტში ტარდება თითქმის ყველა ტიპის მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევები
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად : 2 10 44 44
მის: ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5