პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღესდღეობით, კარდიოქირურგიული ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ტრადიციული მიდგომით, რაც გულისხმობს სტერნოტომიას, მკერდის ძვლის სრულ გახსნას. მინიინვაზიური კარდიოქირურგია იძლევა საშუალებას რომ, კარდიოქირურგიული ოპერაციების უმრავლესობა ჩატარდეს მიდგომით, რომლის დროსაც არ ხდება მკერდის ძვლის სრული გახსნა და განაკვეთი მნიშვნელოვნად მცირე და ნაკლებტრავმულია ვიდრე ტრადიციული მიდგომისას.
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, რომელიც წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას კარდიოვასკულური მიმართულებით,კარდიოქირურგიული ოპერაციები ტარდება თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდით.
გაეცანით ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, ზაზა კაციტაძის ინტერვიუს
- თანამედროვე კარდიოქირურგია და უახლესი მიდგომები, რა არის მინი ინვაზიური კარდიოქირურგია?
თანამედროვე კარდიოქირურგიის მთავარი მიდგომა არის, მოხდეს პაციენტთან უფრო ნაკლებ ინვაზიური და ნაკლებაგრესიული ჩარევა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარდიქირურგიული ოპერაციების დროს თავიდან ავიცილოთ სტერნოტომია ანუ გულ-მკერდის ძვლის გახსნა, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს რეაბილიტაციის პერიოდს და ასევე თან ახლავს ბევრი გართულება, განსაკუთრებით დიაბეტურ პაციენტებში, რომლებიც წარმოადგენენ კარდიოქირურგიული პაციენტების 35-40 პროცენტს.
ამიტომ ამ დროს ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩარევა თანამედროვე მიდგომებით განხორციელდეს,ეს არის მინიინვაზიური განაკვეთი თორაკოტომია არა მინი სტერნოტომიით, რომლის დროსაც ხდება დამზოგველი ოპერაციის გაკეთება, რაც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ პაციენტის ჰოსპოტალიზაცია კლინიკაში და თავიდან ავიცილოთ ის გართულებები რაც თან ახლავს სტერნოტომიას.
- რომელი კარდიოქირურგიული პათოლოგიების დროს არის მოწოდებული აღნიშნული მეთოდებით ოპერაციების ჩატარება?
აღნიშნული პროცედურების ჩატარება ხდება, როცა არის იზოლირებული მაგ ან აორტის სარქველი შეიძლება თან ახლდეს აღმავალი აორტის პროთეზირებაც მიტრალური სარქველი ან ტრიკუსპიდური სარქველი ან იზოლირებულად შუნტირება, აქ შუნტების რაოდენობა აქ შეზღუდული არ არის. კომბინირებული პათოლოგიის დროს მაგ მიტრალური და აორტალური სარქველი ერთად,მიტრალური სარქველი და შუნტირება ,აორტარული სარქველი და შუნტირება რა თქმა უნდა ამ დროს უფრო მიღებულია რომ გაკეთდეს სტერნოტომია, შეიძლება ჩატარდეს ჩარევა მინიინვაზიური მეთოდით მაგრამ არ იქნება ხარისხი ის რაც აუცილებელია იმისთვის , რომ პაციენტი გამოჯანმრთელდეს.
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 51 70 08
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5