პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით 16-18 ნოემბერს ჟენევაში ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის“ მხარეთა მე-6 სესია გაიმართა.
„წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლი“ წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების შემცირებას ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გასული ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, წყლისა და სანიტარიული მომსახურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მაღალი რანგის წარმომადგენლების დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. „სამედიცინო დაწესებულებებში WASH-ის (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ინფექციური კონტროლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს ჰოსპიტლებში WASH -ის სტანდარტების დანერგვაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ღონისძიებაზე ქვეყნებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური ჩარჩოს შემუშავება,რათა გაიზარდოს წყლისა და სანიტარული სექტორების მდგრადობა და შემცირდეს წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევები. ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WASH (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში, ანტიბიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერება და სექტორთა შორის თანამშრომლობა წყლის რესურსის რაციონალური მოხმარებისთვის. სესიაში, ასევე, მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნანა გაბრიაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.