თამარ გაბუნიამ კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი, ქვეყანაში, ონკოლოგიის მართვის კუთხით არსებული სიახლეები, ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე სხვა პროგრამები განიხილეს.

ევროპის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული 2-დღიანი შეხვედრების მიზანი, წევრი ქვეყნებისთვის მაღალი ხარისხის გაიდლაინების მიღებასა და ადაპტაციაში ხელშეწყობა იყო. მონაწილეებმა განიხილეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გაიდლაინების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი გვანცა გასვიანი.