"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ეპიდემიური სურათი უმჯობესდება, დღევანდელი შემთხვევების მაჩვენებელი უკვე 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია „ომიკრონის“ შემთხვევაში სხვა ქვეყნებმაც გაიარეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რისკები მთლიანად იხსნება. სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას და გავზრდით იმ იმუნიტეტს, რაც ვაქცინაციის გზით უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.