დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„გადაიარა, ომიკრონის ტალღამ ჩაიარა, იმუნური ფენა გაჩნდა. ომიკრონის შტამი დელტასთან შედარებით მსუბუქი იყო, მაგრამ გარდაცვლაების ის შემთხვევები, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა, ომიკრონით იყო გამოწვეული – არც მთლად უწყინარი შტამი არ იყო“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„დატვირთვა ძალიან მინიმალური გვაქვს, 1 000-ზე ნაკლებია პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტალში, გარდაცვალებაც იკლებს, რაც იმედის მომცემია...
გადაიარა, ომიკრონის ტალღამ ჩაიარა, იმუნური ფენა გაჩნდა. ომიკრონის შტამი დელტასთან შედარებით მსუბუქი იყო, მაგრამ გარდაცვლაების ის შემთხვევები, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა, ომიკრონით იყო გამოწვეული – არც მთლად უწყინარი შტამი არ იყო.
ევროპის ქვეყნებში კი იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი, მაგრამ მთავარი არის, რომ არ იმატებს არც ჰოსპიტალიზაცია და არც გარდაცვალების შემთხვევები“, - თქვა გაბუნიამ.