თამარ გაბუნია: ვაქცინაციის განახლებული გეგმა მზადაა

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას თქმით, მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალ გეგმა. 

„პარამეტრები რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია გადადის სტაბილიზაციის ფაზაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევასრულოთ ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები ზაფხულამდე, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მიღწეულ სტაბილურობა და აღარ მივიღოთ განმეორებითი ტალღა.

ვაქცინა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუკი ახალი შტამი გაჩნდა, და ამის რისკებს ვერავინ გადააზღვევს დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები იმუნური თემით. ვაქცინაციის განახლებულ გეგმა მომზადებულია, დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან, ვაქცინაციის საკოორდინაციო ჯგუფიდან და ამ დღეებში ვფიქრობთ გეგმის წარდგენას მთავრობაში, რომელიც ჩაანაცვლებს გასული წლის ამ დროს დამტკიცებულ გეგმას“, - განაცხადა გაბუნიამ.