პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიო - პულმონოლოგიურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს კარდიოლოგიური სამსახური, სადაც ტარდება ყველა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მკურნალობა გულის პათოლოგიით დაავადებული სხვადასხვა სირთულის პაციენტებისთვის, როგორც სტაციონარულად ისე ამბულატორიულ რეჟიმში.
კარდიოლოგიური ჯგუფისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პაციენტების მართვისას თანამედროვე რეკომენდაციების გათვალისწინება და კლინიკურ პრაქტიკაში კომპლექსური, მულტიდისციპლინარული მიდგომების დანერგვა.
ჩვენთვის პრიორიტეტულია პაციენტისთვის კვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების გაწევა, რის საშუალებასაც იძლევა სამედიცინო პერსონალის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, სრულყოფილი ლაბორატორიულ - ტექნიკური აღჭურვა და ერთ სივრცეში სხვა მიმართულებებთან (ენდოვასკულური ქირურგიის, პულმონოლოგიის, კარდიოქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის) მჭიდრო თანამშრომლობა.
კარდიოლოგიურ განყოფილებაში და მის ინტენსიური თერაპიის ბლოკში
მკურნალობას გადიან პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიით: კორონარული არტერიების დაავადება (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია), გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები, გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკები, სეპტიური ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, კარდიომიოპათიები. ენდოვასკულური ქირურგიის და კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კორონარული ინტერვენციის (სტენტირების) ან საჭიროების შემთხვევაში შუნტირების ოპერაციის ჩატარებას უმოკლეს ვადაში. ხოლო მძიმე ხარისხის სარქვლოვანი დაავადების შემთხვევაში მათ ქირურგიულ მკურნალობას.
ფუნქციონირებს ონკოკარდიოლოგიური მიმართულება.
შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის სრულყოფილი ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ჩატარება, რაც გულისხმობს სტრესს ტესტებს (როგორც ფიზიკური ისე ფარმაკოლოგიური, ტრედმილ სტრეს ტესტი, დობუტამინ სტრეს ექოკარდიოგრაფია), არტერიული წნევის და ეკგ 24 და 48 - საათიანი მონიტორირება, გულის ულტრაბგერითი კვლევის სრული სპექტრი (ტრანსთორაკალური, ტრანსეზოფაგური, სტრესექოკარდიოგრაფია, მიოკარდის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების მიზნით დაბალ დოზიანი დობუტამინ ექოკარდიოგრაფია), ფილტვის და პლევრის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
პაციენტზე ორიენტირებული, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მკურნალობის თანამედროვე მიმართულებასთან ერთად გულისხმობს პაციენტის განათლებას და ინდივიდუალური სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავებას, რასაც ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეული პაციენტის შემთხვევაში.
აღსანიშნავია დეპარტამენტის ექიმების აქტივობა კლინიკური კვლევების და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროექტების კუთხითაც - კლინიკის ბაზაზე ხორციელდება და დეპარტამენტის ექიმები მკვლევარის სტატუსით მონაწილეობენ საერთაშორისო, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში, მომზადდა რამდენიმე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროექტი.
რუსუდან აგლაძე - ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოპულმონოლოგიური დეპარტამენტის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი , ასოცირებული პროფესორი
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 51 70 08
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5