1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ომიკრონის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
მისი თქმით, ამ დროისთვის ლაბორატორიაში ათასობით საეჭვო ნიმუშის შესწავლა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საერთო დადასტურებული შემთხვევების 10% არის ომიკრონი.
„ლაბორატორიულად დადასტურებული გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა, ანუ 600 გვაქვს, რაც დავადასტურეთ, დიდი ალბათობით მოიმატებს დღეს ან ხვალ იმიტომ, რომ კვლევებშია რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა დღეს. საერთო დადასტურებული შემთხვევების 10% შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი.
იმატებს ბავშვთა ასაკში, ანუ 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე დატვირთვა. ჰოსპიტალში სულ მოხვდა ამ 600 შემთხვევიდან 8 ადამიანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავის 2-თან“ საუბრის დროს.