საქართველოში „ომიკრონის“ 1185 შემთხვევაა დადასტურებული

ომიკრონი

15 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „ომიკრონის“ 89 შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.