პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლევან რატიანი, რომელიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ექიმია "პრაიმტაიმს" დღევანდელ ეპიდვიატღებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ შემცირებული საწოლფონდის გაზრდა უწევს, რადგან მიმართვიანობა მზარდია.
ჰოსპიტალიზაციას ძირითადად ორსულები მიმართავენ.
"ჩვენს კლინიკაში ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მომართვიანობის შემცირების გამო საწოლფონდი შევამცირეთ, 15 საწოლზე დავიყვანეთ.
ბოლო ერთ კვირაში, განსაკუთრებით კი გასულ სამ დღე-ღამეში მომართვიანობა ორსულ ქალბატონებში გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 პაციენტი წევს. ასევე, გვყავს 16 ორსული და ერთი ჩვილი.
მომართვიანობის ძირითადი მიზეზი ცხელება, ფაღარათი, წონასწორობის რღვევა, საერთო სისუსტე.
რაც შეეხება მეორე ჯგუფს, 60 და მეტის წლის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა, გულის უკმარისობა.
საშუალო სიმძიმის პაციენტები 4-5 დღეში ბინაზე ეწერებიან, რადგან ინტოქსიკაცია ამ პერიოდში გადის.
ჩემი აზრით, თთუ ინფიცირების ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, გარკვეული ღონისძიებების გატარება აუცილებელი გახდება, პაციენტების ინფიცირების ზრდა პირდაპირ კავშირში იქნება ჰოსპიტალიზაციასთან და ამის გამო დაავადების ჯაჭვის გასარღვევად ღონისძიებები უნდა გატარდეს.
მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენის ნორმები, ატარონ პირბადე და აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა." - ამბობს ლევან რატიანი.