საკადრო ცვლილებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა

საავადმყოფო

საკადრო ცვლილებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - "კურიერის" ინფორმაციით, საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა.

ლევან გოფოძე კლინიკის დირექტორი აღარ არის, თანამდებობაზე აღარ არის არც ჯავარა უგრეხელიძე, რომელიც დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ ეტაპზე აღარც კლინიკური დირექტორი ჰყავს. ნოდარ ჩიმაკაძე თანამდებობას დღეიდან ოფიციალურად აღარ იკავებს.

უკავშირდება თუ არა ცვლილებები საავადმყოფოებში დაწყებულ შემოწმებას? - ცნობილია მხოლოდ ის, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურია შესული, რომელიც კორონავირუსის პერიოდში გადმორიცხული თანხების გამოყენების მიზნობრიობას სწავლობს.

მანამდე, მინისტრმა განაცხადა, რომ გადარიცხული თანხები, რომელიც ექიმებსა და ექთნებს ეკუთვნოდათ, მათ არ მიუღიათ, ზურაბ აზარაშვილმა არ გამორიცხა, რომ სხვა კლინიკების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.