რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
ბავშვის ტირილი მისი ამქვეყნად მოვლინების პირველი ნიშანია. დიახ, პატარები სამყაროს ტირილით ესალმებიან. “ტირილის ენა” კიდევ დიდხანს რჩება მათთვის კომუნიკაციის მთავარ საშუალებად. მოდი, ამ უცნაური ენის თარგმნა ვცადოთ.
კოლიკა სამედიცინო ტერმინია, რომელიც ბავშვის ხშირ და ჭარბ ტირილს აღნიშნავს, როცა ის სხვა მხრივ ჯანმრთელი და კარგად გამოკვებილია. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც თითქმის ყოველ მეხუთე ბავშვს აღენიშნება.
ჩვეულებრივ, კოლიკა სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ ხშირად 3 თვის, ყველაზე გვიან კი 5 თვის ასაკისთვის გაივლის.
კოლიკის დროს ბავშვის მოვლა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ეს პრობლემა თავისით გაივლის და ძირითადად არ არის სანერვიულო.
კოლიკას სიმპტომები:
„კოლიკა არ არის პათოლოგია, ეს არ არის დიაგნოზი, რომელსაც სერიოზული ურთიერთობა სჭირდება. ეს არის კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მდგომარეობა, მაგრამ შესაძლოა გახდება პათოლოგიასთან მოსაზღვრე მდგომარეობაც. კოლიკა როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი კვების დროსაც გვხვდება. ეს არის ტკივილი აღმოცენებული მწვავე ტკივილის გამო, რომელსაც ბავშვი სრულიად უეცრად იწყებს. ტირილს გარკვეული ბიოლოგიური საათები აქვს. ეს შეიძლება იყოს დღის საათები, შეიძლება იყოს საღამოს. ძირითადად ბავშვებს სამი კვირის ასაკში ეწყებათ და გრძელდება 3 თვემდე, თუმცა, შესაძლოა, 5 თვემდეც კი გახანგრძლივდეს, თუმცა 3 თვიდან ნელ-ნელა ნელდება“, - განმარტავს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
კოლიკას მიზეზები:
როგორ ვუმკურნალოთ კოლიკას სახლის პირობებში?
სრული გადაცემა იხილეთ აქ: ექიმები