პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს, რაც საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.
„კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში და თუკი დღეს სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის არსებობას საქართველოს ბაზარზე, შემოთავაზებული ცვლილებებით - სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მედიკამენტზე დაწესდება ზედა ზღვარი, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული აღარ იქნება, საუბარია საბითუმო დონეზე რეფერენტული ფასის განსაზღვრაზე. შედარება ხდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს მსგავსია მთლიანი შიდა პროდუქტის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. ეს მეთოდოლოგია აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, სადაც ბევრი ქვეყანა იყენებს რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიას, როგორც ერთ-ერთ მექანიზმს მედიკამენტების ფასის რეგულაციის და მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის.
კანონი შექმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ: ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და განსაზღვროს მათი რეფერენტული ფასები; კრძალავს მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს; ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა და ა. შ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის პრინციპი თავისთავად მისაღებია, მაგრამ მსჯელობა გაიმართა მისი აღსრულების მექანიზმებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს აღსრულებისთვის სანქცირების მექანიზმს, ჯარიმების ოდენობა ემყარება ასევე ევროპულ გამოცდილებას, თუმცა მის რაოდენობასთან დაკავშირებით ბიზნესის მხრიდან გამოითქვა წუხილები. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჯარიმას აქვს პრევენციული ხასიათი და იგი მეწარმის დასჯის მექანიზმი არ არის.
წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა ასევე საკითხი სანქციის დაწესების შესახებ დაუყოვნებლივ, უშუალოდ მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამან შეიძლება შეზღუდოს ბიზნესის საქმიანობის თავისუფლება, ავტონომიურობა და სასამართლოს როლი შეიძლება გარკვეულწილად შესუსტდეს ამ პროცესში. ამ საკითხებზე მსჯელობა კიდევ გაგრძელდება. საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.