რას მოიცავს ულტრაბგერითი კვლევები- ჟორდანიას კლინიკა

ჟორდანიას კლინიკა

გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთ–ერთი ყველაზე ინფორმაციული, მარტივად ხელმისაწვდომი, არაინვაზიური და უსაფრთხო კვლევის მეთოდია ქალის მცირე მენჯის ღრუს  დასათვალიერებლად, რომლის დროსაც  ხდება ქალის რეპროდუქციული ორგანოების შეფასება და  სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების აღმოჩენა.

ულტრასონოგრაფია სკრინინგული ტიპის კვლევაა, რომელიც რეკომენდირებულია ჩაიტაროს ყველა ორსულმა. კვლევა ტარდება საპროფილაქტიკოდ და ნაყოფის განვითარების  ანომალიების აღმოსაჩენად. ექოსკოპია ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო კვლევაა ნაყოფის დასათვალიერებლად, რომელიც საშუალებას გვაძლევს მთელი ორსულობის პერიოდში დავაკვირდეთ ნაყოფის განვითარებას.

ჟორდანიას განახლებული კლინიკის ულტრაბგერით კაბინეტში კვლევები ტარდება  მაღალფუნქციური შესაძლებლობების მქონე ექოსკოპიური აპარატის მეშვეობით 3D  4D განზომილებაში.

კლინიკაში ტარდება  შემდეგი კვლევები:
- ქალის სასქესო ორგანოების ტრანსვაგინალური  გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ქალის სასქესო ორგანოების  ტრანსაბდომინალური გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა  11 კვირამდე.
- სამენაო ულტრაბგერითი გამოკვლევა 11–13 კვირამდე(საყელოსებრი სივრცის სისქის განსაზღვრა, ცხვირის ძვლის ნახვა, დოპლეროგრაფია).
- სამენაო ულტრაბგერითი გამოკვლევა II ტრიმესტრი.
- სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა

ფერადი დოპლეროგრაფიით  III ტრიმესტრი.

- ფოლიკულის ექომონიტროინგი.
- ენდომეტრიუმის ექომონიტორინგი.
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- ფარისებრი ჯირკვლისა  ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- რბილი ქსოვილებისა და ლიმფური ჯირკვლების  ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- სათესლე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

 

ჟორდანიას კლინიკა
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად : 2 99 08 53
მის: დიღომი, ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5