რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ

თვალი

უმეტეს ჩვენგანს, ალბათ, გვქონია შემთხვევა, რომ უცნობ ნაწილაკებს ვხედავთ თვალში. ჯანდაცვის ექსპერტმა განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ დაიწყებთ ამ უსიამოვნო ნაწილაკის ხილვას.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამეფო ოფთალმოლოგთა კოლეჯის დოქტორმა დანიელ პოლიამ, განმარტა: „ეს არის კოლაგენის ბოჭკოების კონდენსაცია. კოლაგენის დიდი მოლეკულები ერთმანეთში იკეტება და ჩრდილებს აჩენს თქვენს ბადურაზე, რომელსაც თქვენ აღიქვამთ, როგორც თვალში რაღაც მცურავი. ეს ერთიანობა ქმნის იმ მუქ ბურთებს ან სქელ ხაზებს, რომლებსაც ხშირად ვხედავთ კაშკაშა სინათლის ან თეთრი კედლის დათვალიერების შემდეგ“.

როდის მივმართოთ ექიმს

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეჩვეული ხართ მათი თვალებში დანახვას, მნიშვნელოვანია ექიმის ნახვა, როდესაც ნაწიკალების დანახვა გახშირდება.

დოქტორი პოლია ხაზს უსვამს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის ნახვა, როდესაც პირველად გამოჩნდება ნაწილაკი".

ადამიანების უმეტესობისთვის ისინი შეიძლება იყვნენ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ჩვენ მათ ვაიგნორებთ.

ექსპერტმა დასძინა: „ლაზერული ქირურგია ასევე შეიძლება ჩატარდეს დიდი, პრობლემური ნაწილების დასაშლელად, მაგრამ მას თან ახლავს რისკები.”