რა დაავადებას იწვევს ცხელი ჩაი გიორგი ღორობერიძის განმარტებით და როგორ უნდა მივირთვათ ის

ღოღობერიძე

„უნდა იცოდე, რომ ლიმონი, რომელიც არის C ვიტამინის ძალიან კარგი წყარო, ძალიან მგრძნობიარეა სითბოზე. თუ ცხელ ჩაის გააკეთებ, ლიმონი მაშინვე არ ჩააწურო“ - ამის შესახებ ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე „ფეისბუქ ლაივში“ საუბრობს. 

„ლიმონიანი ჩაი ბევრს უყვარს. უნდა იცოდე, რომ ლიმონი, რომელიც არის C ვიტამინის ძალიან კარგი წყარო, ძალიან მგრძნობიარეა სითბოზე. თუ ცხელ ჩაის გააკეთებ, ლიმონი მაშინვე არ ჩააწურო. ლიმონი ჩააწურე მაშინ, როცა შეგრილდება. საკმარისია ჩაის ტემპერატურა იყოს 30 გრადუსი, რომ C ვიტამინი დაიწყებს დაშლას და 60 გრადუსზე თითქმის დაშლილია. ამიტომ თუ გინდა ლიმონიანი ჩაისგან მიიღო სარგებელი, რომ შეგრილდება შემდეგ ჩააწურე ლიმონი და ასე დალიე. 

ირანელებში ჩაატარეს კვლევა და ნახეს, რომ როცა ცხელი ჩაის ტემპერატურა იყო 60 გრადუსი და მეტი და ამას სვამდნენ წლების განმავლობაში, იწვევდა საყლაპავის სიმსივნეებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი იყო მწეველი და ალკოჰოლის მოყვარულიც.