პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სკოლების და ბაღების დაწყებასთან ერთად, ვირუსული სეზონიც დაიწყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წელს ბავშვებში უფრო მეტ ვირუსს უნდა ველოდოთ. ერთ-ერთი ინფექცია, რომელიც ბავშვებში ხშირად ვლინდება, არის გაციება.
გაციება - ეს არის ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, სადაც ვირუსის პირველი შემხვედრი არის ცხვირი და ყელი. გაციების გამომწვევი ვირუსები იწვევენ ზემო სასუნთქ ინფექციებს, რომელიც გამოიხატება ცხვირის გაჭედილობაში, ჩამონადენში ან/და უკან გადანადენში, რაც შემდეგ ხველასაც იწვევს. გაციებას შეიძლება თან ახლდეს ყელის ტკივილიც.
გაციებას სხვადასხვა ტიპის ვირუსი იწვევს, როგორებიცაა რინოვირუსები, ადენოვირუსები და სხვა.
იმისათვის, რომ ბავშვებში თავიდანვე სწორად ვმართოთ ვირუსი, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ უნდა მივხედოთ გაციებას პირველივე დღეებში, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. გაციება ზოგჯერ ხანგრძლივ სიმპტომებს ტოვებს, რის გამოც ბავშვი წუხდება.
გაციების სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება გაციების გამომწვევი ვირუსის ზემოქმედებიდან ერთიდან სამ დღეში, ესენია:
ბავშვის შემთხვევაში შეგვიძლია სიმპტომებს მაშინ მივხვდეთ, თუკი იგი მოთენთილია, არ ჭამს, ჩვეულებისამებრ არ თამაშობს, ან უხასიათოდაა.
ასეთ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, რომ უპირატესად პირველ დღეებში არ არის აუცილებელი პირდაპირ ექიმთან ვიზიტი, მით უმეტეს როცა გაციება სეზონურია.
სანამ მშობელი ბავშვს ექიმთან მიიყვანს, იქამდე შეუძლია დახმარება თავადვე გაუწიოს. ექიმს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოთ, თუ სიმპტომები სამი დღის განმავლობაში არ გაუმჯობესდება.
გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ბავშვის ასაკი წლამდეა (განსაკუთრებით 3 თვემდე). ასეთ დროს მშობელმა შვილი ექიმთან პირველივე დღეებში უნდა წაიყვანოს, და თუ ამას ვერ ახერხებს, გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია.
როგორც წესი, გაციება ერთი კვირიდან მაქსიმუმ 10 დღეში ლაგდება, თუმცა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარდეს, „ქიდს 0-9“ პროექტის ხელმძღვანელი, თამარ ჩუბინიძე, მშობლებს ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენებას ურჩევს. კერძოდ კი, კარგი იქნება თუ ბავშვს „ქიდს 0-9“ სერიით (ჰომეოკოქსინუმით) დავეხმარებით. ჰომეოკოქსინუმი ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსს უჯრედის დონეზე ებრძვის.
ზოგადად, გაციებას ტემპერატურა 38,5 გრადუსამდე ახასიათებს. თუ ბავშვს აქვს ცხელება, მაგრამ აქტიურია და ხასიათზეა, იკვებება ნორმალურად, არ საჭიროებს ექიმთან წაყვანას. ასეთ დროს, შესაძლებელია ბინის პირობებშიც მკურნალობა, მაგრამ თუ ტემპერატურა სამი დღის შემდეგ ზევით წავიდა ან გახანგრძლივდა, ეს ექიმთან წაყვანის აუცილებელი ნიშანია. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ წლამდე ბავშვის ექიმთან აუცილებლად პირველივე დღეს უნდა მივიყვანოთ.
როგორც აღვნიშნეთ, გაციებას ზოგჯერ თან ახლავს ცხელებაც. თუ ორი წლიდან ბავშვებში ტემპერატურა 38 გრადუსამდეა, ეს იმუნური სისტემისთვის ერთგვარი ვარჯიშია. ამ შემთხვევაში პატარებში იმუნიტეტი იწყებს მომწიფებას. ასეთ დროს დედამ უნდა იცოდეს, თუ რა გააკეთოს, რადგან დაბალ ტემპერატურაზე დამწევის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან სიცხის დროს იმუნიტეტი ვირუსებს ბუნებრივი გზით ებრძვის.
ამ შემთხვევაში კარგი იქნება გამოვიყენოთ „ქიდს 0-9“ ტკივილი-ცხელება, რომელიც ბავშვს ცხელების სიმპტომებს მოუხსნის. თუ ტემპერატურა 39 გრადუსსა და მეტს აჩვენებს, უკვე იყენებენ ისეთ დამწევებს, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.
გამონაკლისია ეპილეფსია ან ფებრილური გულყრა, რომელიც ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ვითარდება. ასეთ დროს ბავშვს 37 გრადუსზეც უნდა მივცეთ დამწევი.
ცხვირის პრობლემები გაციების დროს:
როგორც მაიოს კლინიკის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ცხვირის გაჭედილობის, ჩამონადენის ან/და გადანადენის დროს, ბავშვებში რეკომენდებული არ არის ისეთი პრეპარატების გამოყენება, რასაც უფროსები იყენებენ, მაგალითად ცხვირის წვეთები.
ამ შემთხვევაში, ბავშვს უნდა დავეხმაროთ „ქიდს 0-9“ სინუსით, რომელიც კარგად ართმევს თავს რინიტის სიმპტომატიკას.
რაც შეეხება ხველას: მაიოს კლინიკის გვერდზე ხაზგასმით წერია, რომ რასაც ჩვენ ამოსახველებელ პრეპარატს ვუწოდებთ, მისი გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, ამოსახველებელ პრეპარატებს არ იყენებენ.
ამ შემთხვევაშიც სპეციალისტი მშობლებს „ქიდს 0-9“ ხველა-გაციების პრეპარატს ურჩევს. ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი ამოსახველებლად და ნული ასაკიდან გამოიყენება. იგი ხსნის გულმკერდთან არსებულ შებოჭილობას და შეშუპებას. ასევე, ატენიანებს და არბილებს ხველას, შესაბამისად აადვილებს ჩახველებას და ნელ-ნელა ხველაც უკან იხევს.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მშობლები მკურნალობის დროს უშვებენ, არის ანტიბიოტიკების მიღება. მაიოს კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ანტიბიოტიკებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში მშობლები, სამწუხაროდ, ბავშვებს თვითნებურად აძლევენ. ბავშვს ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ უნდა მივცეთ, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმი გამოიკვლევს ვირუსს.
ანტიბიოტიკები არის ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის დროს გამოიყენება. თუ პირველი სამი დღის განმავლობაში ბავშვის სიმპტომები არ გაუმჯობესდა, ხდება სისხლის ანალიზების გადამოწმება. ამის შემდეგ ექიმი თავად ადგენს, სჭირდება თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკები.
„ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც მშობელი უბრალოდ ვიღაცის რჩევით აძლევს ბავშვს პრეპარატს, რადგან ეს ბავშვსაც ავნებს და ისპობა ანტიბიოტიკზე რეზისტენტობაც. ასევე, იგი ხელს უშლის იმუნიტეტის ბუნებრივად ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავს თამარ ჩუბინიძე.
რაც შეეხება გაციების პრევენციას, როგორც ვიცით, ბავშვებში ძალიან რთულია წინასწარ ისეთი ზომების მიღება, რასაც უფროსები ყურადღებას აქცევენ, რადგან ბავშვი ხშირად ეხება დაბინძურებულ ნივთებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისევ „ქიდს 0-9“ ჰომეოქოკსინუმის გამოყენება. მაგალითად, ოჯახში თუ ერთი ბავშვი მაინც არის დაინფიცირებული, პირველივე დღეებში პრევენციისთვის სხვა ბავშვისთვისაც შეგვიძლია პრეპარატის მიცემა ერთი კვირის განმავლობაში, დღეში ერთი დოზა.
ასევე, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ამ გვერდს: