პალატის ცუდი მდებარეობა პაციენტთა სიკვდილის რისკს 35%-ით ზრდის - მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები

პალატა

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ოპერაციის შემდგომ პაციენტებს თუ ექთნის პოსტიდან შორს ათავსებდნენ, ფანჯრიდან ცუდი ხედით, სიკვდილიანობის ალბათობა იზრდებოდა. კვლევაში ავტორებმა გააანალიზეს მაღალი რისკის მქონე 13 სხვადასხვა ტიპის ქირურგიული პროცედურაგადატანილი ოთხი ათასი პაციენტის ელექტრონული მონაცემები. ქირურგიული პროცედურები მოიცავდა თირკმლის ტრანსპლანტაციას, კუჭუკანა ჯირკვლის ან მსხვილი ნაწლავის რეზექციას. ამ მონაცემების მქონე საავადმყოფოს დაგეგმარების შესწავლისას მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ საუკეთესოა ერთადგილიანი, სამედიცინო პოსტთან ახლოს განთავსებული პალატები.

იმ პალატებში მოთავსებულ ადამიანებში, რომელთაც ეს თავისებურებები არ ჰქონდა, 50%-ით მეტი იყო სიკვდილის რისკი.

კვლევამ აჩვენა, რომ ორადგილიანი პალატა ქირურგიული პაციენტის სიკვდილის რისკს 35%-ით ზრდიდა, ხოლო სამედიცინო პოსტიდან დაშორებულ პალატებში მოთავსებულების - 36%-ით.

მეცნიერები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ექთნებმა თითქოს იცოდნენ ამის შესახებ და მძიმე პაციენტებს უფრო იღბლიან პალატებში ათავსებდნენ.

გადარჩენასა და პალატის განთავსებას შორის კავშირი შენარჩუნებული იყო მას შემდეგაც, რაც მკლვევარები ითვალისწინებდნენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ასაკი, ქირურგიული პროცედურა, პაციენტის დაავადების სიმძიმე ოპერაციამდე.

პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხედი ფანჯრიდან გადარჩენის შანსს 20%-ით ზრდიდა. ამასთან ეს უპირატესობა ნაკლებად იყო გამოხატული ასაკის და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში.

მეცნიერული კვლევა სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაიგეგმოს პაციენტების განთავსების სტრატეგია და პალატების განლაგება ახალ საავადმყოფოებში.