ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასი - რა განცხადებას ავრცელებს კახა კალაძე

ხელფასი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125-ლარით გაიზრდება.

საჯარო ბაღებში დაგეგმილ სიახლეზე საზოგადოებას ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.