ისააკ ჰერცოგი ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, 16 იანვარს კენჭისყრაზე დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

ისააკ ჰერცოგი

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მთავრობას მოუწოდებს, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როდესაც მას კენჭისყრაზე გაიტანენ.

როგორც ჰერცოგმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრისა და მომლაპარაკებელთა გუნდის ძალისხმევას შეთანხმების მიღწევაში.

მისივე თქმით, დღეს, 16 იანვარს უსაფრთხოების კაბინეტი გამართავს კენჭისყრას შეთანხმების ჩარჩოებზე და მოუწოდებს მათ, რომ დაამტკიცონ ის საკუთარი ხალხის სახლებში დასაბრუნებლად.

„არ არსებობს უფრო მაღალი ებრაული ღირებულება, ვიდრე ტყვეების სახლში დაბრუნებაა“, – აღნიშნა ჰერცოგმა.