1745863963
კუჭის შეკრულობა ბავშვებსა და მოზარდებში — პრობლემა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

ბავშვის ჯანმრთელობა მშობლებისთვის ყოველთვის პირველ ადგილას დგას. თუმცა არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება… ერთ-ერთი ასეთია კუჭის შეკრულობა. მუცლის ტკივილი, შებერილობა, ცუდი ხასიათი და კვებაზე უარის თქმა — ეს ყველა შეიძლება სწორედ კუჭის შეკრულობაზე მიანიშნებდეს. და, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იჩენს თავს როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში.
რა არის კუჭის შეკრულობა და როგორ ვლინდება?
კუჭის შეკრულობა (მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, ყაბზობა) მდგომარეობაა, როდესაც ნაწლავების მოქმედება შენელებულია და დეფეკაცია რთულად ან იშვიათად ხდება. პატარებში ყაბზობად მიიჩნევა შემთხვევა, როცა დეფეკაცია მინიმუმ ორ დღეში ერთხელ არ ხდება. ამას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა ან განავლის შეკავება შიშისა თუ დისკომფორტის გამო.
ცხადია, შეკრულობის მიზეზები მრავალფეროვანია და ხშირად დაკავშირებულია ცხოვრების წესთან:
● დაბალი რაოდენობით ბოჭკოვანი საკვები — როცა რაციონს აკლია ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული;
● დეჰიდრატაცია;
● ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
● ფსიქოლოგიური ფაქტორები — მაგალითად, შიშის ან უხერხულობის გამო განავლის შეკავება სკოლაში ან ბაღში;
● სტრესული გარემო ან ცვლილებები — საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი სკოლა, მშობელთა განშორება და სხვ.;
● ანტიბიოტიკების ან რკინის შემცველი დანამატების მიღება, რაც ნაწლავების მოქმედებას აფერხებს.
ზოგადად, პატარებისთვის შეკრულობა შეიძლება მტკივნეული და ტრავმული გამოცდილება გახდეს. ხანგრძლივი შეკრულობა არა მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს, არამედ ბავშვის განწყობაზე, აქტივობასა და კვების ჩვევებზეც აისახება. თანაც, ხშირი შეკავება შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ პრობლემაში და საბოლოოდ საჭირო გახდეს მედიკამენტური ჩარევა.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
კუჭის შეკრულობის დროს პირველ ნაბიჯად ყოველთვის ცხოვრების წესის ცვლილება რჩება. უფრო კონკრეტულად, აუცილებელია კვების გაუმჯობესება, აქტიური თამაშები, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება და ემოციური მხარდაჭერა. თუმცა ზოგჯერ მხოლოდ ამ პუნქტების შესრულება არაა საკმარისი.
სწორედ ასეთ დროს ჩნდება „გლიცეროლო ზეტას“საჭიროება, როგორც სწრაფი დამხმარის. ეს არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო საშუალება, რომელიც ეფექტიან დამხმარეს წარმოადგენს. შეიცავს აქტიურ ნივთიერება გლიცერინს — საფაღარათო საშუალებას და მედიკამენტებს, რომლებიც დეფეკაციას უწყობს ხელს.
ამასთან, გლიცეროლო ზეტა საბავშვო სპეციალურად გათვლილია ბავშვების ფიზიოლოგიაზე. მისი მოქმედება სწრაფია, ლოდინს არ საჭიროებს და არ აღიზიანებს ნაწლავებს.
გლიცეროლო ზეტა მოზრდილებისთვის კი იდეალურია მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, როცა საქმე გვაქვს დროებით შეკრულობასთან ან სტრესული სიტუაციით გამოწვეულ ნაწლავურ შეფერხებასთან.
გლიცეროლო ზეტას საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.