„კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის - ჯანმოს ხელმძღვანელი

 ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“ კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ვირუსის მიმდინარე ევოლუცია და ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აჩვენებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

კომიტეტის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

„კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის.მე შეშფოთებული ვარ, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე", განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.