კორონავირუსის პანდემია და ჩუტყვავილას გაზრდილი შემთხვევები - არის თუ არა კავშირი მათ შორის

ჩუტყვავილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება.

„ალბათ, წლის განმავლობაში ჩუტყვავილას 10 ათასამდე შემთხვევა გვექნება“ – ჩხაიძე

„ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან უკვე აღინიშნა. ესეც გარკვეულწილად უკავშირდება პანდემიის მიმდინარეობას, რამაც რეალურად შეცვალა რესპირაციული გზით გადაცემადი ინფექციების ტრაექტორია და ტენდენციები. აქედან გამომდინარე გარკვეული მატება ჩუტყვავილას შემთხვევების გვქონდა. თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, მთავარია, რომ ოჯახის ექიმის ყურადღების ქვეშ იყოს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ჩუტყვავილა რთულდება - ინფექციონისტის რჩევა