„3 საათი გაუძლო ამ რეალობას!“ - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა ქრისტეს ფიზიკურ სიკვდილზე

იესო

იესო ქრისტეს ცხოვრებასა და მის ჯვარცმაზე მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორებს არა ერთი ეკრანიზაცია აქვთ გადაღებული.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციურია ჯვარცმის ეპიზოდი, სადაც მესიის წამების თანაზიარი ვხდებით. მიუხედავად ამგვარად მდიდარი ვიზუალური წარმოდგენისა, მაინც არ შეგვიძლია ბოლომდე გავიაზროთ, რა ტკივილებისა და ტანჯვის გადატანა მოუხდა ძეს ღვთისას. 

1986 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით "იესო ქრისტეს ფიზიკური სიკვდილი". მასში დეტალურადაა აღწერილი იესოს სასამართლოს მთელი პროცესი, ჯვარზე მის სიკვდილამდე. ლუკას 22-ე თავში, სანამ იესოს დააპატიმრებდნენ, წერია, რომ ის დიდ განსაცდელში იყო და ოფლის ნაცვლად სისხლი სდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა იშვიათია, იგი აღიარებულია, როგორც ჰემატიდროზი, რომელიც გამოწვეულია დიდი რაოდენობით სტრესით.

იმ დროს ჯვარცმა ყველაზე სასტიკ ტანჯვით სიკვდილად ითვლებოდა და მას ყველაზე ბოროტი დამნაშავეებისთვის იყენებდნენ. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. მან გაუძლო მათრახს ისე რომ, შოლტის ბოლოებზე მობმული ლითონის ბურთულები და გამხმარი საქონლის ძვლის ნამსხვრევები, სხეულიდან ხორცს გლეჯდნენ. ის ისე საშინლად სცემეს, რომ სახე და წვერი დაგლეჯილი ჰქონდა. ეკლის გვირგვინი, რომლის ეკლებიც 2-3 დუიმი (5-7 სმ) სიგრძის იყო, ღრმად ერჭობოდა თავში. ტყავის მათრახს, რომელიც გამოიყენებოდა მის დასარტყმელად, ჰქონდა რკინის პატარა ბურთები და ბასრი ძვლები. ბურთებმა შინაგანი დაზიანებები გამოიწვია, ხოლო ბასრმა ძვლებმა მისი ხორცი დაგლიჯა და მას ჩონჩხი, კუნთები, ვენები და ნაწლავები მოუჩანდა, ამან კი გამოიწვია დიდძალი სისხლის დაკარგვა.

ადამიანების უმეტესობა ამ ტიპის წამებას ვერ გაუძლებდა. მას შემდეგ, რაც იესო სასტიკად აწამეს, ის აიძულეს ეტარებინა საკუთარი ჯვარი, ხოლო ხალხი, ეეჰ, ხალხი... დასცინოდა და აფურთხებდა მას.

ჯვარცმა იყო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ძლიერი ტკივილის შედეგად, ნელი და მტანჯველი წამებით, სიცოცხლის დასრულებას. იესო 8 დუიმის (20 სმ-ის) სიგრძის ლურსმნებით მაჯებსა და ფეხებში, მიაჭედეს ჯვარზე. რომაელმა ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ მაჯის მყესი გატყდებოდა და მოწყდებოდა. ეს სიტუაცია იესოს აიძულებდა სუნთქვისთვის გამოეყენებინა ზურგის კუნთები. წარმოიდგინე ბრძოლა, ტკივილი, გამბედაობა და ჟინი რომ ჩვენ გადავერჩინეთ...

იესომ 3 საათი გაუძლო ამ რეალობას! იოანეს სახარება წერს, რომ იესოს სიკვდილის შემდეგ რომაელმა ჯარისკაცმა შუბით ფერდი განუგმირა, რის შედეგადაც მას ფერდიდან სისხლი და წყალი გადმოსკდა. მეცნიერები განმარტავენ, რომ ჰიპოვოლემიური შოკის შედეგად, სწრაფი გულისცემა იწვევს სითხის შეგუბებას ფილტვებისა და გულის გარშემო. გულის მემბრანაში სითხის დაგროვებას გულის ირგვლივ ეწოდება პერიკარდიული გამონაჟონი და ფილტვების ირგვლივ კი პლევრალური გამონაჟონი.

მსოფლიოსთვის ქრისტიანობა დღესაც ისეთივე სულელურია, როგორც როგორსაც მას პირველ საუკუნეში აღიქვამდნენ. იესოს ჯვარი არ ყოფილა ოქროსი და არ ყოფილა მოჩუქურთმებული ადგილი, ის საშინელი საწამებელი იარაღი იყო და დღესაც ბევრს სჯერა, რომ ქრისტიანობა სუსტებისთვისაა. მაგრამ როცა აწყდები რეალობას ჯვარცმის ფაქტის შესახებ, ხვდები რომ ის აშკარად არ იყო ლამაზი სანახაობა. ის იყო სასტიკი და საშინელი მოვლენა. ეს არის საზღაური ჩვენი ცოდვებისთვის, რომელიც იესომ იტვირთა. ყველაფერი მოხდა იმის გამო რომ ჩვენ გვეცოცხლა და უფლისთვის გვემსახურა, ჩვენი ცხოვრებით. ღვთის რისხვა სრულიად დაცხრა იესოს თავგანწირვით ჩვენს გამო.

ეს არის ფაქტი, რომელიც გვაძლევს მონანიებისა და პატიების გარანტს უფლისაგან. მაშ, მოინანიეთ და იწამეთ იესო და მისი სახარება! იესო არის „ჩვენთან არს ღმერთი“ ანუ ,,იმანუელი" ხორციელად. იესო არის ჩვენი მხსნელი.  მისი დანთხეული სისხლი არის საბაბი იმისა, რომ მხოლოდ ისაა შუამდგომელი ადამიანსა და მამა ღმერთს შორის, მხოლოდ ისაა მფარველი და მხოლოდ მისგან მოდის წყალობა და მადლი,რომელიც ჩვენი ცოდვების პატიებაში გამოიხატება...

იოანეს სახარება 3:16:

"ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე."