"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
გასულ წლებთან შედარებით C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67 პროცენტით შემცირებულია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67 პროცენტით შემცირებულია. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ პროგრამა შესრულდა და გასული წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტური. ამ ეტაპზე პროგრამაში მკურნალობას 77 ათასზე მეტი მოსარგებლე იტარებს, განკურნების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია და 97%-ს აღწევს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.