„ეს შეიგნეთ... თქვენი უვიცობა საჯაროდ რომ გამოგაქვთ, ქუთაისში ასეთ ხალხს „გოიმებს” ეძახდნენ“ - ფხაკაძე

ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს.

„კომენტარებს გადავხედე პოსტზე. თქვენ რომ ჩემკენ ქვებს ისვრით ამით რა გგონიათ კოვიდი აღარ იქნება და ეს ჰეპატიტი გაჩერდება?! ამდენი უვიცობა, უცოდინარობა და უბრალოდ უკულტურობა საიდან მოდის?!

არ მოგწონს ნუ კითხულობ. მე გაწვდით ინფორმაციას, შეირგეთ თან უანგაროდ რამეს ვითხოვ თქვენგან?!

კიდევ ერთხელ, თქვენი “კომენტარებით” თქვენ მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ, საკუთარ თავს კი ….

კოვიდი არსად არ წასულა და ეს ახალი ჰეპატიტი არ წასულა და არც წავა და ეს შეიგნეთ თქვენი უვიცობა კი საჯაროდ რომ გამოგაქვთ რავი ქუთაისში ასეთ ხალხს “გოიმებს” ეძახდნენ. თავად განსაზღვრეთ ვინ ან რა ხართ.

მართლა დამღლელია ამდენი იდიოტის კომენტარის ყურება. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.