„ეს არის ძალიან კარგი ამბავი, დღეის მდგომარეობით...“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ომიკრონის შტამის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა. 

„კარგი ამბავი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით ომიკრონის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა. ნუ დაფიქსირდა რამდენიმე, მაგრამ, მილიონში ერთი თუ დაინფიცირდა ეს პრობლემა არ არის და ეს არის ძალიან მაგარი ამბავი“, - თქვა გიორგი ფხაკაძემ.

 

ასევე ნახეთ - 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს - ფხაკაძე

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.