ენდემური დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მაიმუნის ყვავილი და ლასას ცხელება, უფრო მუდმივი და ხშირი ხდება - ჯანმო

მაიკ რაიანი

ენდემური დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მაიმუნის ყვავილი და ლასას ცხელება, უფრო მუდმივი და ხშირი ხდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuter-ი ავრცელებს. 

მაიკ რაიანის თქმით, ვინაიდან კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ამინდის სწრაფად ცვალებად პირობებს, როგორიცაა გვალვა, ცხოველები და ადამიანები ცვლიან საკვების მოპოვების ქცევას. შედეგად, დაავადებები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოველებში ცირკულირებს, სულ უფრო ხშირად გადადის ადამიანებზე.

„სამწუხაროდ, ამ დაავადების გაძლიერებისა და ჩვენს თემებში მისი გადაადგილების უნარი იზრდება. ასე რომ, გაიზარდა როგორც დაავადების გაჩენის, ასევე დაავადების გაძლიერების ფაქტორები“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.