EMA: ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ბუსტერ დოზის გაკეთებამ, შესაძლოა, იმუნური სისტემის გადატვირთვა გამოიწვიოს

ბუსტერ დოზა

ყოველ ოთხ თვეში ერთხელ გამაძლიერებელი დოზის შეყვანის სტრატეგიამ ადამიანების იმუნური სისტემის გადატვირთვის რისკი შეიძლება შექმნას, - ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ჯანმრთელობის ბიოლოგიური საფრთხეებისა და ვაქცინების სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარკო კავალერიმ განაცხადა.

ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„თუ გამაძლიერებელი დოზის შეყვანა ძალიან ხშირად მოხდება, ვთქვათ, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ, საბოლოო ჯამში, იმუნური პასუხის პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ანუ, იმუნური პასუხი იმდენად კარგი არ იქნება, როგორც გვსურს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა იმუნური სისტემა არ გადაიტვირთოს. გარდა ამისა, ასევე არსებობს იმის რისკი, რომ მოსახლეობა გადაიღლება გამაძლიერებელი დოზების მიღებით“, - აღნიშნა მარკო კავალერიმ.