სამართალდამცველები თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკენ - ვითარება ლისზე
1788274800
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მიმართავს და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმაციას აზიარებს.
,,მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა. უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში – პოლიკლინიკებში. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის. გაიგე მეტი საშვილოსნოს ყელის კიბოზე”, – წერს გიორგი ფხაკაძე.