გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 6-დან 12 ივნისამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს და მოქალაქეებს შესაძლო საფრთხეზე აფრთხილებს.
„ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და ძალიან მაღალი (პიკური) მაჩვენებლით დაფიქსირდება.
ცაცხვის (Tilia) და ზეთისხილის (Olea) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება,“ - წერს ექიმი.