ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას - ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა კონფერენციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა სიღნაღში შეკრებილი ახალგაზრდების სიმრავლეს.

მანვე აღნიშნა, რომ მხოლოდ თბილისის დასკვნითი შეხვედრით არ შემოიფარგლებიან და აუცილებლად გააგრძელებენ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციას.

„დღეს საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება მათთან. ვისაუბრებთ ყველა იმ საჭირო საკითხზე რაც მათთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და უმთავრესი რაც არის და რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით. აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.