გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. ამ ეტაპზე „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა, „პრაიმტაიმის“ მკითხველს, ბევრ საინტერესო მკურნალობის მეთოდს გააცნობს.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებული რამ არ ხდება, რადგან ზამთრის პერიოდი და ცივი სეზონი, ყოველთვის გამოირჩეოდა რესპირაციული ინფექციების მატებით. ყველაზე უფრო აქტიური და საყურადღებო ინფექცია გახლავთ გრიპი. ძირითადად, ცირკულირებს „ა“ გრიპი და მისი ორი სეროტიპი, ეს არის H1N1, H3N2, თუმცა, ამ შტამებით გამოწვეული ინფექცია, წინა წლებშიც გვხვდებოდა. ეს რაიმეთი გამორჩეული წელს არ არის, უბრალოდ, როგორც ყოველთვის გრიპს, მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. გრიპი საყურადღებო ინფექციაა, განსაკუთრებით, კი საყურადღებოა რისკჯგუფებისთვის. (60 წელს ზემოთ, ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის, 2 წლამდე ბავშვები ან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აქვთ) ამ დროს თუ სიმპტომები გამოვლინდა, მნიშვნელოვანია დროულად მივმართოთ ექიმს. რისკჯგუფებისთვის კარგია, თუ დროულად მოხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა.
როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?
აქაც გამოვყოფ, რომ რისკჯგუფებში მყოფმა ადამიანებმა საჭიროა მიმართონ ექიმს, ხოლო დანარჩენ პოპულაციაში, მოსახლეობას, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადებები, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ სასარგებლო რჩევები: ოთახის განიავება, ხელების ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, ვიაროთ, სუნთქვის ვარჯიშები, სითხე ადეკვატურად შევავსოთ. კვება, რაც შეიძლება ჯანსაღი. სიცხის დროს დამწევი, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ვიცავთ და ჩვენი მდგომარეობა უარესდება, ეს არის ნიშანი, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს. უნდა ვიყოთ ფრთხილად.
- ადამიანს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვს და 3-4 დღეზე მეტ ხანს უგრძელდება სიცხე, მიმართოს თერაპევტს, რომ პნევმონია გამოირიცხოს?
3-4 დღეში, ექიმზე მიმართვის აუცილებლობა არ არის, თუ არ გამოიხატა სუნთქვის გაძნელება, ხველა და ცნობიერების დაქვეითება. თუ 5-6 დღის მერე, კვლავ გვაქვს სიცხე, სჯობს, მივმართოთ ექიმს.
წლის განმავლობაში, საუბედუროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება, საუბედუროდ, არიან ახალგაზრდებიც, თუმცა როგორც წესი, უმეტესად არიან რისკჯგუფების წარმომადგენლები. გრიპის ყველაზე ხშირი და საყურადღებო გართულება არის, როდესაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ფილტვების დაზიანება და ვითარდება ვირუსული პნევმონია, რომელსაც აქვს მძიმე ხასიათი და თუ სასწრაფოდ, არ მიმართა ასეთ დროს ადამიანმა ექიმს, შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. ამიტომ თუ ადამიანს გამოეხატა სუნთქვის გაძნელება, ან სილურჯე ცხვირ-ტუჩის მიდამოში, იმავე დღეს უნდა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია“,- ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
ასევე ნახეთ:
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
დიდუბის რაიონში, 12000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
„უფალო... მომეცი ძალა, სუსტი ვიყო, საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ... - გიორგი კეკელიძე