1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობაა გავრცელებული. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
„მომართვიანობა გაზრდილია, როგორც ამბულატორიული, ასევე არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ პაციენტებს სჭირდებათ სტაციონარიზაცია. ძირითადად ცირკულირებს „ა“ გრიპის ორი ქვეშტამი. დაავადების მიმდინარეობა მსგავსია: გრიპს ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ტემპერატურით, სახსრების, კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ეს სიმპტომები გრძელდება 3 დღიდან 1 კვირამდე. პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და თუ სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
ასევე ნახეთ:
რატომ არ შეიძლება რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში ხელების საშრობით სარგებლობა