1728312638
„არ მისცეთ ორგანიზმისთვის ეს უსარგებლო პროდუქტები...“ - პედიატრი მშობლებს მიმართავს
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვთა კვებაზე პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს.
„ჩემს შვილს მადა არ აქვს“ - ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია. ღრმა ჩაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ დღის განმავლობაში ბავშვი უხვად იღებს ცომეულს და სხვადასხვა სნექებს კვებათა შორის, ამიტომ თუ დღის მენიუზე უარს ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს უმადობას და არც გასაკვირია, პატარა დანაყრებულია. შეეცადეთ არ მისცეთ ეს ორგანიზმისთვის უსარგებლო პროდუქტები კვებათა შორის, თუ ამ პრინციპს განახორციელებთ, თანდათან გამოსწორდება კვების რეჟიმიც, თუმცა თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება“, - წერს ექიმი პედიატრი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
საგნები, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ - როგორ შევხვდეთ 2024 წელს
წონის დაკლების საუკეთესო „ზარმაცი გზები“ - ექსპერტის რჩევები
გინდათ, რომ 2024 წელი სასიყვარულო ამბებით იყოს დატვირთული? - ნახეთ, ასტროლოგთა რჩევა