საგნები, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ - როგორ შევხვდეთ 2024 წელს

ახალი წელი

2024 წლის სიმბოლო მწვანე ხის დრაკონია. დრაკონის წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 25 იანვარს დასრულდება. მწვანე დრაკონის წელი ბოლოს 1964 წელს იყო, რაც ნიშნავს, რომ ის 60 წელიწადში ერთხელ დგება.

იმისთვის, რომ წელიწადმა იღბალი მოიტანოს, აუცილებელია დრაკონს ვაჩვენოთ, რომ მის მოსვლას განსაკუთრებით ველოდებით. აუცილებელია დრაკონის გემოვნების დაკმაყოფილება.

საგნები, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ:

იმისთვის რომ მთელი წელი ოჯახში სიუხვე და სიმშვიდე იყოს, ასტროლოგების მტკიცებით, კარგი იქნება, თუ ოთახში ბევრი მცენარე გექნებათ. მწვანე დრაკონი დააფასებს, თუ სახლში მოიტანთ ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეს, სახლის დეკორატიულ ხეს, ან თუნდაც ხელოვნურ მცენარეს. აუცილებელია მათი სანათებით მორთვა.

კედელზე, ტყის პეიზაჟი, ან მუხის ნახატიც კი წარმატებას მოგიტანთ. ხე აუცილებლად დატოტვილი და ლამაზი უნდა იყოს, ის თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო იქნება.

არ უნდა დავივიწყოთ სათამაშოები, ფაიფურის ფიგურები, კალენდარი დრაკონის გამოსახულებით - ყველა ეს ნივთი დადებით ენერგიას შემოიტანს თქვენს ოჯახში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი...“ - ნახეთ, განახლებული ამინდის პროგნოზი

ამ 3 ნიშანს, 2023-ის ბოლოს, დიდი ბედნიერება ელის... – ასტროლოგის პროგნოზი