ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ ყველას, გაიკეთეთ „ბუსტერი“

ამირან გამყრელიძე

ჩემი თხოვნაა და კიდევ ერთხელ მოწოდება საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ყველა ავიცრათ, ვინც არ არის აცრილი ორი დოზით. თუ ორი დოზით აცრილი ბრძანდებით, მაშინ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ მიბრძანდეთ და გაიკეთოთ „ბუსტერი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუსტერი შეგიძლიათ გაიკეთოთ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, მაგრამ ბუსტერის უმრავლესობა, 85% დღეს მაინც „ფაიზერზე“ მოდის. დამიჯერეთ, „ფაიზერით“ ბუსტერიზაცია საკმაოდ იცავს „ომიკრონით“ ინფიცირებისგან. ამავე დროს, ბუსტერიზირებული რომც დაინფიცირდეს, პროცესი ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი ბუსტერიზაციაა, რათა ჩვენ ეს ტალღა შედარებით მსუბუქად გადავიაროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.