საქართველოში „ბუსტერ" დოზით აცრილთა რაოდენობამ 84 000-ს გადააჭარბა

ვაქცინაცია

9 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 551 413 აცრაა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 45.2%; სრულად ვაქცინირებულია 1 167 688 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 40.7%.

ამავე მონაცემების თანახმად, „ბუსტერ" დოზა გაკეთებული აქვს 84 792 ადამიანს.