დედამიწაზე ჟანგბადი იწურება - NASA-ს მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1794770941
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თანამედროვე სამყაროში ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
საბედნიეროდ, მეცნიერება მუდმივად ეძებს და პოულობს ახალ გზებს სისხლძარღვების გასასუფთავებლად და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ როგორც ინტენსიური მედიკამენტური თერაპია, ისე სწორად შერჩეული პროდუქტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის დონესა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
ინტენსიური მედიკამენტური თერაპია და ათეროსკლეროზული ფოლაქების შემცირება
ჟურნალ JAMA Cardiology-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის თანახმად, ორი პრეპარატის კომბინაციით „ცუდი“ ქოლესტერინის დონის ინტენსიურად დაქვეითებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ათეროსკლეროზული ფოლაქები გულის არტერიებში.
კვლევაში მონაწილეობდა 104 დანიელი პაციენტი კორონარული დაავადებითა და მძიმედ შევიწროებული არტერიებით, რომლებსაცამდე სტატინები არ მიუღიათ. მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყვნენ: პირველი იღებდა ატორვასტატინს, ხოლო მეორე — როზუვასტატინისა და ეზეტიმიბის კომბინაციას. 18 თვის განმავლობაში ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ:
კომბინირებულმა თერაპიამ LDL („ცუდი“) ქოლესტერინის დონე 65 პროცენტით შეამცირა (სტანდარტული თერაპიის 38%-ის წინააღმდეგ).
ფოლაქების საერთო მოცულობა, შესაბამისად, 21.1%-ით და 13.6%-ით შემცირდა.
განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რბილი ცხიმოვანი ფოლაქების შემცირება (რომლებიც გახეთქვის მაღალი რისკის გამო ყველაზე საშიშია) — კომბინირებული თერაპიისას მათი მოცულობა 28.2 პროცენტით შემცირდა. განაგრძეთ კითხვა...