„აღდგომა ყველაზე უსაფრთხო დრო იქნება... მერე მოემზადეთ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე

giorgi fxakadze

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კოვიდაფეთქებას ზაფხულში ვარაუდობს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„ორი ახალი კოვიდ ვარიანტი წამოვიდა ერთდროულად აზიიდან და ევროპიდან. ძველებიც არსად წასულან. ევროპული, ბრიტანეთში გაჩნდა სახელად XE და აზიური ჩინეთში, შანხაის მახლობლად სახელად BA.1.1

როგორც გითხარით ადრე, საქართველოში შეირგეთ აპრილი/მაისი და რა თქმა უნდა, აღდგომა იქნება კოვიდის კუთხით უსაფრთხო. ვინც გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას, აღდგომაზე ყველაზე უსაფრთხო დრო იქნება. და მერე მოემზადეთ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.