გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
Acıbadem-ის კლინიკების ქსელი კვლავ მყარად ფლობს მოწინავე პოზიციას ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებს შორის, როგორც თურქეთში ასევე მის ფარგლებს გარეთაც. დღესდღეობით კლინიკების ქსელი აერთიანებს 24 საავადმყოფოსა და 15 სამედიცინო ცენტრს 5 ქვეყნის მასშტაბით და იზიდავს პაციენტებს მთელი მსოფლიოდან.
საკონტაქტო პუნქტებისა და კლინიკათა ქსელის გაფართოება
Acıbadem-მა საერთაშორისო ბაზარზე თავისი წარმომადგენლობა კიდევ უფრო გააფართოვა და ახლა უკვე წარმოდგენილია 29 ქვეყანასა და 53 ქალაქში ჯამში 58 წარმომადგენლობით. აღნიშნულ ოფისებს ჩვენი უცხოელი პაციენტები მიმართავენ დიაგნოზის დასადასტურებლად და Acıbadem -ის კლინიკათა ქსელში მკურნალობის დასაწყებად.
ინვესტიციები ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში
ცნობილია, რომ Acıbadem-ში ყველაზე რთული სამედიცინო პრობლემების გადაწყვეტაც შეიძლება. სულ ახლახანს კლინიკაში სიამის ტყუპების განცალკევებისა და ბავშვისათვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები ჩატარდა. ჩვენს კლინიკაში უკანასკნელი წლის განმავლობაში გულის დაავადებების მქონე 600-ზე მეტმა ბავშვმა, მათ შორის ახალშობილებმა, გაიარა მკურნალობა, შემთხვევათა 95% - ში კი მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა. Acıbadem-ი პირველი იყო რეგიონში და თურქეთში, რომელმაც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენა ინოვაციური CAR Т-უჯრედოვანი თერაპია, რომელიც სიმსივნის წინააღმდეგ იმუნურ უჯრედებს იყენებს.
პაციენტების უკეთ სამკურნალოდ, Acıbadem-ი აგრძელებდა ინვესტირებას კადრების მომზადებასა და უახლეს ტექნოლოგიებში. 3000 ექიმისა და 5000 ექთნისგან შემდგარი გუნდი საკუთარი საქმის საუკეთესო პროფესიონალები არიან. Acıbadem-ის კლინიკათა ქსელი განსაკუთრებით ცნობილია თავისი А კლასის ინფრასტრუქტურით, რომელთაც საუკეთესო შედეგები გააჩნიათ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ონკოლოგია, ნევროლოგია და ნეიროქირურგია, ორგანოებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, კარდიოლოგია, პედიატრია, IVF, ხერხემლის ქირურგია და სპორტული მედიცინა. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო მიმართულებაა კიბოს მკურნალობა. Acıbadem-ის პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია სხივური თერაპიის უახლესი აპარატურა, მათ შორის CyberKnife (კიბერ დანა) - არაინვაზიური რადიოქირურგიისთვის, Gamma Knife ICON (გამა დანა) - სიმსივნეებისა და ტვინის დაზიანებების სამკურნალოდ, MR Linac, რომელიც აერთიანებს ლინეარულ ამაჩქარებელს და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) და Ethos (რადიაციული თერაპია) - კიბოს მკურნალობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩართულობა. Acıbadem-ი აგრძელებს ინვესტიციებს უახლეს ტექნოლოგიებში, რათა თავისი პაციენტებისთვის უზრუნველყოს უმაღლესი დონის უსაფრთხოება, სიზუსტე და ეფექტურობა.
ჯანდაცვის სფეროს მომავალი თაობებისათვის ცოდნის გადაცემა
Acıbadem-ი თურქეთში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელმაც თავის ეკოსისტემაში უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ინტეგრირება მოახდინა. Acıbadem Health & Education Foundation-ის მიერ 2007 წელს არაკომერციული მიზნით დაარსებული Acıbadem Mehmet Ali Aydinlar-ის უნივერსიტეტი დღესდღეობით მომავალი თაობის პროფესიონალებს წვრთნის სამედიცინო, ფარმაცევტულ მიმართულებებში და ჯანდაცვის მეცნიერებებში. პროფესიონალური უნარების გამოსამუშავებლად და ნოუჰაუს მიზნებისათვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კლინიკური სიმულაციის სასწავლო ცენტრი (CASE), კვლევითი ლაბორატორიები და ბიოდიზაინის ცენტრი. იწვევს რა სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, Acibadem-ის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და ასოცირებული ხარისხის სასწავლო პროგრამების მასშტაბით აღნიშნული სასწავლო ცენტრი ითვლის 733 თანამშრომელს, 5.596 სტუდენტსა და 8.675 კურსდამთავრებულს.
ვემსახურებით პაციენტებს, ვეხებით სისოცხლეს
2024 წელს Acıbadem-ში 5,5 მილიონი მომართვიდან პაციენტების 95% კმაყოფილია. 5 კონტინენტიდან და 96 ქვეყნიდან 50 000-ზე მეტმა პაციენტმა სამკურნალოდ Acıbadem-ი აირჩია. ესთეტიკური მედიცინიდან დაწყებული კომპლექსური სამედიცინო პროცედურებით დასრულებული, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა იქნება თუ რობოტული ქირურგია, საუკეთესო სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდები თითოეულ პაციენტს შეუდარებელი პროფესიონალიზმით, თანაგრძნობითა და უშუალო დამოკიდებულებით ხვდებიან.
სიამის ტყუპები - მულტიდისციპლინარული ქირურგია: 6 თვიანი ინტენსიური მომზადებისა და დაგეგმვის შემდეგ, კომპლექსური 9-საათიანი ოპერაციის შედეგად 5 თვის ტყუპები ალჟირიდან Acıbadem Atakent-ის კლინიკაში წარმატებით განცალკევდნენ.
კოხლეარული იმპლანტის დამაგრება მცირეწლოვანი უკრაინელი პაციენტისათვის: მიუხედავად სმენის აპარატების გამოყენებისა პაციენტს სმენის მძიმე დაქვეითება აღენიშნებოდა. შესაბამისად, კლინიკის ექიმებმა ჩაატარეს რა საფუძვლიანი გამოკვლევები, გადაწყვიტეს კოხლეარული იმპლანტის დამაგრება. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ბავშვმა ბგერების აღქმა მოახერხა და ახლა უკვე შეძლებს მეტყველების განვითარებას.
სხივური თერაპია - კანის კიბო (მელანომა): პაციენტს ბულგარეთიდან ლოყაზე დიდი ზომის სიმსივნე ჰქონდა განვითარებული. Acıbadem-ში პაციენტმა გაიარა სხივური თერაპია და შესანიშნავი შედეგები მიიღო - სიმსივნე სრულიად გაქრა. მოხუცმა ქალმა კვლავ შეძლო შვილიშვილებთან საუბარისა და თამაშის გაგრძელება.
თირკმლის გადანერგვა: 26 წლის ახალგაზრდა ყირგიზეთიდან თურქეთის Acıbadem-ის კლინიკების ქსელში მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა. პროცესი, რამაც თირკმლის გადანერგვის საჭიროება გამოიწვია, 10 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ვინაიდან მას ფეხში კრუნჩხვები განვითარდა, შეწყვიტა საკვებისა და სასმელის მიღება, კრეატინინის დონემ კი 1400-ს მიაღწია. ეფექტური მკურნალობის ძიებამ პაციენტი თურქეთში, Acıbadem-ის კლინიკების ერთ-ერთ ქსელში მიიყვანა. პაციენტს დედის თირკმელი გადაუნერგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი სრულიად გათავისუფლდა დიალიზისგან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000 ქ.
ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა 60, ტელ: 0431 258 500