5 სიმპტომი, რომელიც ომიკრონზე მიგვითითებს

ომიკრონი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას იმ 5 სიმპტომის შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომ რომელიც ომიკრონზე ახასიათებს.

„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.

ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში.

სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).

ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.