„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მესამე დოზით აცრისკენ მოუწოდებს.
„პორტუგალია არის საქართველოზე 3-ჯერ უფრო დიდი ქვეყანა (10.31 მილიონი).
მთელი (0-წლიდან) მოსახლეობის 88% არის აცრილი (არა ჩინური ვაქცინებით).
დეკემბერ-იანვრის სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის საკმაოდ დაბალი, ინფიცირებულების მაღალი რაოდენობის მიუხედავად.
ამაზე მეტი არგუმენტი თუ გაქვთ, გისმენთ ….
ვაქცინაცია მუშაობს (არა ჩინური ვაქცინებით). ყველა უნდა აიცრას 3 დოზით, ფაიზერის ან მოდერნას (ეს ჯობია თუ გაქვთ არჩევანის საშუალება) ვაქცინით.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ან FFP2 ან N95 ან KN95 (ბოლო სამი ჯობია თუ გაქვთ არჩევანის საშუალება). ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.