5 შემთხვევა, როდესაც ფარინგობლოკი განსაკუთრებით ეფექტიანია

5 შემთხვევა, როდესაც ფარინგობლოკი განსაკუთრებით ეფექტიანია

შემოდგომასა და ზამთარში, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გააქტიურებასთან ერთად, ყელის ტკივილი განსაკუთრებით გვახსენებს თავს. თუმცა დროული რეაგირებით, შესაძლებელია არა მხოლოდ დისკომფორტის მოხსნა, არამედ ისეთი სერიოზული გართულების თავიდან აცილება, როგორიცაა ანთება. ასეთ დროს იდეალური არჩევანია ფარინგობლოკი – საწუწნი ტაბლეტები, რომლებიც ეფექტიანად ანადგურებს მიკრობებს და ხსნის ყელში წვისა და ტკივილის შეგრძნებას.

რა არის ფარინგობლოკი და როგორ მოქმედებს ის?

ფარინგობლოკი N20 ტაბლეტი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ქლორჰექსიდინსა და ბენზოკაინს. ქლორჰექსიდინი მოქმედებს როგორც ანტისეპტიკი – ანადგურებს ბაქტერიებს, რომლებიც ანთებასა და ყელის ტკივილს იწვევს. ბენზოკაინი კი ადგილობრივი საანესთეზიო ნივთიერებაა, რომელიც მყისიერად ამცირებს ტკივილს, წვასა და გაღიზიანებას ყელში. ამ კომპონენტების ერთდროული მოქმედება უსიამოვნო სიმპტომების მოხსნასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი გამომწვევი მიზეზების მკურნალობასაც.

ფარინგობლოკის საწუწნი ტაბლეტების მიღებისას აქტიური ნივთიერებები პირის ღრუში თანაბრად ნაწილდება, რაც ხანგრძლივ ანტიმიკრობულ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს განაპირობებს.

შემთხვევები, როდესაც ფარინგობლოკი განსაკუთრებით გამოგადგებათ

პერპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია შემდეგ შემთხვევებში:

● ყელის ტკივილისა და გაღიზიანების პირველი ნიშნებისას – ყელში ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ხშირად ავადობის დაწყებას გვამცნობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწრაფად მივიღოთ შესაბამისი ზომები და არ მივცეთ ავადმყოფობას პროგრესირების შესაძლებლობა. ფარინგობლოკის დროული მიღება ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და, შესაბამისად, ახდენს ანთების განვითარების პრევენციას.
● ხმის ჩახლეჩის დროს – დიდი ხნის განმავლობაში საუბრის ან სიმღერის დროს შესაძლოა ყელის კუნთები გადაიტვირთოს, ასევე, გაღიზიანდეს ლორწოვანი გარსი. ეს კი ხშირად ხმის ჩახლეჩით გამოიხატება. ფარინგოლოკი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ – ის ხნის გაღიზიანებას და ხელს უწყობს ხმის სწრაფად აღდგენას.
● გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს – ამ დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და შემაწუხებელი კლინიკური ნიშანი ყელის ტკივილია, რაც ზედა სასუნთქი გზების ანთებაზე მიუთითებს. მისი პროგრესირების შესაჩერებლად და სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად გირჩევთ, დროულად დაიხმაროთ ფარინგობლოკი – მისი აქტიური ნივთიერებები სწრაფად გაანადგურებს ანთების გამომწვევ მიკრობებს და შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
● მშრალი ჰაერით, მტვრითა და თამბაქოს კვამლით გამოწვეული უსიამოვნო სიმპტომებისას – ჩამოთვლილი ფაქტორები ხშირად იწვევს ყელის სიმშრალესა და წვის შეგრძნებას, რაც ლორწოვანი გარსის გაღიზიანებითაა გამოწვეული. ასეთ დროს ფარინგობლოკის დახმარებით შეძლებთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაცვას. ის ასევე მოგანიჭებთ სიგრილისა და სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნებას.
● ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის – დახურულ სივრცეებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, სკოლები თუ ბაღები, ხშირად გვიწევს ვირუსებთან და ბაქტერიებთან შეხება. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება, რასაც ფარინგობლოკი დახმარებით შეძლებთ. ის უზრუნველყოფს პათოგენების ზრდის პროცესის შეჩერებასა და სასუნთქი გზების ინფექციების დროულად პრევენციას.

როგორ და როდის მივიღოთ ფარინგობლოკი მაქსიმალური ეფექტისთვის?

ზრდასრული ადამიანებისთვის რეკომენდებულია ფარინგობლოკის 4-6 ტაბლეტის მიღება დღეში, მინიმუმ, 2-3 საათიანი ინტერვალით. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი უკუნაჩვენებია 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. რაც შეეხება ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ფარინგობლოკის დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო, მისი გამოყენებისას ტოქსიკურობის შემთხვევები ჯერჯერობით არ დასტურდება. თუმცა, პრეპარატის მოხმარებამდე, სასურველია, ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ფარინგობლოკი შეგიძლიათ შეიძინოთ „სმარტფარმის“ ვებსაიტზე. გაითვალისწინეთ, რომ „სმარტფარმი“ პრეპარატის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში, რაც მომხმარებლებს აძლევს დამატებით გარანტიას მის ორიგინალობასა და უსაფრთხოებაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2012 წლიდან ამარაგებს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული მედიკამენტებით. ამასთან, ის მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას Smartpharm.ge, რომელზედაც შესაძლებელია მის მიერ შემოტანილი პროდუქტების შეძენა პირდაპირ მომწოდებლისგან.