საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
ოჯახის ძაღლმა (აქსელმა) მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა. როდესაც 17 წლის ბიჭი ცუდად იყო, ძაღლმა მშობლების გაფრთხილება სცადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ძაღლი ბიჭის მშობლებს ისტერიკულად აღვიძებდა, თავიდან მათ შინაური ცხოველის საქციელი დააიგნორეს და ჩათვალეს, რომ ძაღლს გარეთ გასვლა უნდოდა.
როდესაც ბიჭის მამა კარის გასაღებად გავიდა, რათა ძაღლი გარეთ გასულიყო, აქსელი საპირისპირო მიმართულებით წავიდა, 17 წლის ვაჟის საძინებელთან დაჯდა და გადაადგილებაზე უარი თქვა.
ბიჭი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს. გაბრიელს მეტყველების უნარი დაკარგული ჰქონდა. გამოკვლევების შედეგად კი დადგინდა, რომ მას იშემიური ინსულტი გადაუტანია.
„აქსელი ყოველთვის ძალიან ინტუიციური იყო. მას შეუძლია თქვას, როცა რაღაც არასწორია - მაგალითად, თუ ჩვენ თავს დაჩაგრულად ან სტრესში ვგრძნობთ - ყველაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად. იმ დილით მან იგრძნო, რომ მე დახმარება მჭირდებოდა, ასე რომ, მან გააღვიძა ვიღაც, ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება”, - უთხრა ბიჭმა უცხოურ გამოცემას.
ასევე ნახეთ:
„უჩვეულოდ თბილი ნოემბერი გველოდება..." - ნახეთ, მომდევნო თვის ამინდის პროგნოზი
ადგილზე, სადაც 3 წლის ბავშვი დაიღუპა, დილიდან საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
„15:36-დან 18:59 საათამდე მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ“ - ვის მიმართავს ცაგარელი