ყველაზე ტრაგიკული საავიაციო შემთხვევა ამერიკის ისტორიაში - რა იყო ბოლო სიტყვა, რომელიც ხმის ჩამწერზე დაფიქსირდა

ავიაკატასტროფა

1979 წლის მაისში American Airlines-ის რეისი 191 ჩაკაგოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. შემთხვევა გაფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა, რის შედეგადაც 273 ადამიანი დაიღუპა. ეს შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულად მიიჩნიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი არ მომხდარა მფრინავის შეცდომით და არც უცხო ობიექტთან შეჯახებით. აღმოჩნდა, რომ ადრინდელი ტექნიკური პროცედურის დროს მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია სტრუქტურული სისუსტე, რამაც გამოიწვია მარცხენა ძრავის დაშლა გამგზავრებისას. შედეგად, თვითმფრინავი გაუწონასწორებლად აფრინდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ჩამოვარდა. 

ბორტზე მყოფებმა კვამლი შენიშნეს, თუმცა თვითმფრინავი ძალიან შორს იყო იმისთვის, რომ გაჩერებულიყო. ეკიპაჟს ისღა დარჩენოდა,  რომ უსაფრთხოდ დაეწყო დაშვება. მართლაც, თვითმფრინავმა ნელ-ნელა მარცხენა მხარეს მიწისკენ დაიწყო დაშვება.

თუმცა, თვითმფრინავი მინდორზე დაეცა და მაშინვე აფეთქდა. მთელი ინციდენტი ორ წუთში მოხდა. შემთხვევას ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩა. მსხვერპლის სხეულები ისე იყო დანახშირებული, რომ ამოცნობაც შეუძლებელი გახდა.

„ჯანდაბა“, - ეს იყო ბოლო სიტყვა, რომელიც ხმის ჩამწერზე დაფიქსირდა დენის გათიშვამდე. ეს სიტყვა ერთ-ერთმა მფრინავმა თქვა, როდესაც ძრავის ნაწილის გატეხვის შესახებ ხმა გაიგო.

იმის გამო, რომ თვითმფრინავსა და საჰაერო მოძრაობის კონტროლს შორის კომუნიკაციის ხაზები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე გაწყდა, ბევრი რამ, რაც დაშვების ბოლო მომენტებში მოხდა, დღემდე საიდუმლოდ რჩება.

ავარიიდან მალევე, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ჩაატარა გამოძიება ამ საკითხზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ როდესაც მარცხენა ძრავა და საყრდენი დაშორდა თვითმფრინავს, დაზიანდა ჰიდრავლიკური ხაზები ფრთის გარშემო. ამან გამოიწვია ჰიდრავლიკური წნევის დაკარგვა.

ვინ იყო დამნაშავე ინციდენტის გამო?

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ინფორმაციით, ბრალი American Airlines-ს ეკისრება.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მფრინავები არ იყვნენ დამნაშავეები ავარიაში. ფრენის ეკიპაჟმა სწორად იმოქმედა, თუმცა კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. 

ავიაკატასტროფის შემდეგ დაწესდა დამატებითი რეგულაციები, რათა ასეთი ინციდენტი აღარ განმეორებულიყო.