1741952391
„ვინც დახმარებას სთხოვს, დასახმარებლად მასთან მიდის...“- ლოცვა, რომელიც სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატთან უნდა წაიკითხოთ

აგერ უკვე 18 საუკუნეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი სასწაულებს გვივლენს... შესთხოვ და გისრულებს. განსაკუთრებით კი, მის სახელზე, მატერიალურად შეჭირვების დროს ლოცულობენ.
აი, ლოცვაც:
ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
***
მის სასწაულმოქმედ ფაჩუჩზე გაგონილი გექნებათ. წმინდა მამის ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა, არ არის ჩვეულებრივი. მისი სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება; ეს იმიტომ, რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. თან ეხმარება და ეწევა ზუსტად ისე, როგორც ეს მლოცველს ესაჭიროება, არც მეტად, არც ნაკლებად.
ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან და როგორ გვიდგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს.
18 საუკუნეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ოქრომკედით ნაქარგ აბრეშუმის ფაჩუჩებს აცმევენ, რომელსაც წელიწადში 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. წმინდანის ფაჩუჩებს მორწმუნე მრევლში ანაწილებენ. ნახეთ უფრო მეტი